გრიზმანი საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელია

19-12-2016, 20:42

მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი France Football-მა საფრანგეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. საუკეთესო სპეციალურმა ჟიურიმ აირჩია, რომელსაც წარსულში ცნობილი ფეხბურთელები და ჟურნალისტები აკომპლექტებდა.

25 წლის ფეხბურთელი წელს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ასევე, იგი ოქროს ბურთის გათამაშებაში მესამე ადგილზე გავიდა.

გრიზმანს წელს დიდი გუნდური ტურნირების მოგების შანსიც ჰქონდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მისი "ატლეტიკო" მადრიდის "რეალმა" დაამარცხა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრაში ფრანგებს ტიტულის მოპოვება პორტუგალიამ არ დაანება. 

საინტერესო

  • beka10
  • 19 დეკემბერი 2016 20:43
damsaxurebulia. bravo, antuan
  • Milanista21
  • 20 დეკემბერი 2016 02:01
იმსახურებდ აუდაოდ
  • levani25
  • 20 დეკემბერი 2016 02:08
მოკლედ ჩაძირა პოგბა
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით