მჭედლიძე საუკეთსოთა შორის დაასახელეს!

20-12-2016, 01:41

მოგეხსენებათ, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, ქართველმა თავდამსხმელმა,  ლევან მჭედლიძემ ოფიციალურ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა - "კალიარისთან" საშინაო მატჩში მან დუბლი გაიფორმა.

ჩვენებურის წარმატებული თამაში არ გამორჩენიათ იტალიელ საფეხბურთო ექსპერტებსაც, რომლებმაც მჭედლიძე ტურის ტოპ 3 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დაასახელეს.

"calciomercato"-ს მიერ შედგენილ სიაში მჭედლიძემ 7,5 ქულიანი შეფასება მიიღო და მას მხოლოდ "ნაპოლიდან" პოკერის ავტორმა დრის მერტენსმა და "უდინეზეს" ფეხბურთელმა სირილ ტერომ აჯობეს.

"ქართველი შეტევაში ბრწყინვალედ ირსჯებოდა და მისმა აქტიურმა მოქმედებებმა შედეგი გამოიღო - ორი გოლი, რამაც თამაშის ბედი გადაწყვიტა. მართალია, პირველი გოლი დიდწილად მარილუნგოს დამსახურებაა, მაგრამ მეორე შემთხვევაში ლევანმა იდეალური დიაგონალური დარტყმა განახორციელა და სტორარი უშანსოდ დატოვა. "ემპოლელთა" გმირი აგრეთვე კარგად ეხმარებოდა თანაგუნდელებს დაცვის დროს და იდეალურად მანევრირებდა მოედანზე. შეიძლება ვთქვათ, მჭედლიძე თავიდან დაიბადა", - წერენ იტალიელი ექსპერტები.


საინტერესო

  • levani25
  • 20 დეკემბერი 2016 01:52
ვსიო ჩავთვალოთ თავში აუვარდა და აწი ვერაფერს გააკეთებს
  • Sandro
  • 20 დეკემბერი 2016 14:14
ყოჩაღ მჭედლო!
  • ogafa
  • 20 დეკემბერი 2016 20:27
დაიწყებს გოლების შწყრას
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით