"მილანი" ფელაინის შეძენას ეცდება

20-12-2016, 14:10

დღეს ევროპულ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ბრიტანული გამოცემა The Times-ის ცნობით, იტალიური "მილანი" "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი ნახევარმცველის, მარუან ფელაინის გადაბირებით არის დაინტერესებული.

29 წლის ჩამშლელს, შეიძლება ითქვას, რომ "იუნაიტედში" საკმაოდ დიდი სათამაშო დრო ეძლევა, თუმცა იგი მუდმივად გულშემატკივართა კრიტიკის ქარ-ცეცხლშია. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც "ევერტონთან" შეცვლაზე შემოსულმა უმძიმესი შეცდომა დაუშვა და გუნდს 3 ქულა დააკარგინა. სეზონის დასაწყისში იგი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებოდა, თუმცა ბოლო დროს სულ უფროდაუფრო ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, შესაბამისად
"როსონერის" ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ბელგიელ ნახევარმცველს იანვარში იოლად გადაიბირებენ.

შეგახსენებთ, რომ ფელაინის შეძენით "მილანი" გასულ ზაფხულსაც იყო დაინტერესებული, მაგრამ იგი ჟოზემ არ გაუშვა. თუმცა ფეხბურთელის ნაჩვენები შედეგებიდან გამომდინარე ძნელად სავარაუდოა, რომ პორტუგალიელი ისევ იმ აზრზე იყოს.

საინტერესო

  • tsandro
  • 20 დეკემბერი 2016 14:12
რა დაერხათ :D :D
  • levani25
  • 21 დეკემბერი 2016 02:52
ღმერთმა დაგვიფაროს smile
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით