"ნაპოლის" მერტენსის შენარჩუნების იმედი აქვს

20-12-2016, 15:13

"ნაპოლის" სურს, რომ დრის მერტენს ახალი კონტრაქტი გაუფორმონ.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის შემტევი ნახევარმცველი ნეაპოლურ კლუბს 2013 წელს შეუერთდა და მიმდინარე კონტრაქტი 2018 წელს ეწურება.

ბელგიელმა ფეხბურთელმა ბოლო ორ მატჩში სერია ა-ში 7 გოლის გატანა მოახერხა.

Sport Mediaset-ის განცხადებით, "ნაპოლის" ახალი კონტრაქტის გახანგრძლივება თებერვლამდე სურს, რადგან დიდი შანსია, რომ ფეხბურთელმა უკეთესი კლუბისკენ აიღოს გეზი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელებს სურთ, რომ ფეხბურთელს კონტრაქტი 2021 წლამდე გაუხანგრძლივონ.

მიმდინარე სეზონში მერტენსმა ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, სადაც 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.


საინტერესო

კარგი იქნება თუ დარჩება.
  • levani25
  • 21 დეკემბერი 2016 02:48
magari vinmea da imedia ver sheinarchunebs smile
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით