სიმეონეს "რეალის" ნახევარმცველის შეძენა სურს

21-12-2016, 00:48

ესპანურ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. როგორც გავლენიანი მადრიდული გამოცემა "Marca" იტყობინება, "ატლეტიკოს" თავკაც  დიეგო სიმეონეს ისკო ალარკონის შეძენა სურს.

როგორც ჩავს, არგენტინელი სპეციალისტი თავისი გუნდის ყველაზე სუსტ წერტილად ნახევარდაცვას მიიჩნევს და ამის გამო კლუბის მესვეურებს სოლიდური თანხის გაოყოფას სთხოვს.

24 წლის ფეხბურთელს  "რეალის"  რიგების დატოვებას სათამაშო დროის სიმცირის გამო დიდი ხანია უწინასწარმეტყველებენ, თუმცა მიმდინარე სეზონში მას მოედანზე ხშირად ვხედავთ და ზინედინ ზიდანის ნდობასაც უფრო და უფრო იმსახურებს, ამიტომ რა პოზიციაზე იქნება "სამეფო კლუბი" ამ შემთხვევაში, რთული სათქმელია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სიმეონე იმედოვნებს, რომ კარგი წინადადების შემთხვევაში თანაქალაქელებს დაიყოლიებს და ნიჭიერ ნახევარმცველს საკუთარ განკარგულებაში იხილავს - იანვარში თუ ვერა, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე მაინც.


საინტერესო

  • levani25
  • 21 დეკემბერი 2016 02:44
აუუ მაგრად გამისწორდება
  • ogafa
  • 21 დეკემბერი 2016 20:18
მოუხდება ატლეტიკოს
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით