მჭედლიძე: "მზად ვარ, ბოლომდე ვიბრძოლო"

21-12-2016, 00:53

"კალიარისთან" გაფორმებული დუბლის შემდეგ ლევან მჭედლიძემ აპენინური პრესა აალაპარაკა. იტალიურმა გამოცემამ Gazzetta dello Sport-მა ქართველ თავდამსხმელთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ლევანმა "პალერმოში" ყოფნის წლები გაიხსენა.

"რატომ წავედი საქართველოში? მე არ ვეთანხმებოდი დელიო როსის გადაწყვეტილებებს. იგი გუნდში ყველაზე უკანა პლანზე მაყენებდა. გუნდის დატოვებას ჯერ კიდევ იანვარში ვაპირებდი და სწორედ ამიტომ დავრჩი სახლში ოჯახთან ერთად. ამ ყველაფერს ჩემი შემადგენლობის მიღმა დატოვება მოჰყვა, თუმცა მე ამ ყველაფრის მიზეზები მქონდა.

საბატინისთან მუშაობის დროს ყველაზე დიდი იმედგაცრუება? სამწუხაროა, მაგრამ ჩემი იმ გუნდში ყოფნის პერიოდში მას არაფერი გამოსდიოდა. არადა მას მაღალი დონის სპეციალისტად მივიჩნევდი. მე არ მესმოდა მისი მიდგომის და ვთვლი, რომ რაღაცეებს არასწორადაც აკეთებდა. საბოლოოდ, ჩემდა სასიხარულოდ, "ემპოლიში" დავბრუნდი. გუნდში, სადაც ყოველთვის მაფასებენ.

კონკურენცია გუნდში? ვფიქრობ ყველა კარგად ხედავს, თუ როგორ მუშაობს ჯოვანი მარტუშელო. იგი ათამაშებს მას, ვინც ყველაზე მეტად იმსახურებს. ამიტომაც ვეგუებოდი სათადარიგოთა სკამზე ჯდომას. მე მუდამ მზად ვარ, რომ მოედანზე გამოვიდე და ვიბრძოლო." - განაცხადა ქართველმა ფორვარდმა

საინტერესო

  • tsandro
  • 21 დეკემბერი 2016 01:24
საღოლ მჭედლო!
  • levani25
  • 21 დეკემბერი 2016 02:43
ეს უკვე აღარ ხუმრობს heart_eyes
  • ogafa
  • 21 დეკემბერი 2016 21:47
ყოჩაღ ............ მე მუდამ მზად ვარ
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით