"მილანი" თვითმრინავის დაზიანების გამო კატარში აგვიანებს

21-12-2016, 13:10

23 დეკემბერს, თბილისის დროით 20:30-ზე კატარის დედაქალაქ დოჰაში იტალიის სუპერთასის შეხვედრა გაიმართება ტურინის "იუვენტუსსა" და "მილანს" შორის. ვიჩენცო მონტელას გუნდი აზიაში დღეს უნდა გაფრენილიყო, თუმცა მათ თვითმფრინავს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და "როსონერის" კატარში ჩასცლაც 24 საათით გადავადდა.

"მილანმა" თვითმფრინავის შესახებ ინფორმაცია ბოლო მომენტში მიიღო და დანიშნულების ადგილზე იმაზე გვიან ჩავა, ვიდრე დაგეგმილი იყო. შესაბამისად, აკლიმატიზაციისთვის და სათამაშო პირობებთან შესაჩვევად მას უფრო ნაკლები დრო ექნება, ვიდრე მის ოპონენტ "იუვენტუსს".

"ძალიან ცუდი ამბავი შეგვემთხვა. როდესაც ჩვენ იქ ჩავალთ, "იუვენტუსი" ადგილზე დაგვხვდება და განსხვავებულ კლიმატურ პირობებში უკვე ქნება ვარჯიში ჩატარებული. დოჰაში მილანთან შედარებით ტემპერატურა 20 გრადუსით მეტია, რაც ფეხბურთელებზე აუცილებლად აისახება" . - აცხადებს "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი. 


საინტერესო

  • beka10
  • 21 დეკემბერი 2016 13:11
ცუდი ამბავია, იმედია შაპოკოენსე და მსგავსი საშინელება არ მოხდება
  • levani25
  • 21 დეკემბერი 2016 14:00
ეს აკლდა მილანს რა
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით