გრიზმანმა კოშელნის მიპატიჟებაზე უარი განაცხადა

21-12-2016, 17:09

France Football-ის სპეციალურ გამოშვებაში, რომელიც საუკეთესო ფრანგი მოთამაშის დაჯილდოებას ეძღვნებოდა, "არსენალის" ცენტრალურმა მცველმა, ლორან კოშელნიმ ანტუან გრიზმანი "მეთოფეთა" რიგებში სათამაშოდ მიიპატიჟა, თუმცა 25 წლის გრიზმანმა მიწვევაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ "ატლეტიკოში" თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.

"ლორანი ხშირად მეპატიჟება "არსენალში" სათამაშოდ, თუმცა "ატლეტიკოში" ბედნიერი ვარ და მისდა სამწუხაროდ, გუნდის შეცვლას არ ვაპირებ. ასევე უნდა ვთქვა, რომ "არსენალი" დიდებული გუნდია". - განაცხადა გრიზმანმა.

შეგახსენებთ, რომ France Football-მა საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელად 2016 წელს სწორედ ანტუან გრიზმანი დაასახელა.

საინტერესო

  • levani25
  • 22 დეკემბერი 2016 03:48
რაის არსენალი არაა ამის დონე
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით