ანჩელოტი: "როდრიგესს დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ჩემს გუნდში"

1-07-2017, 13:47

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის გერმანელმა ჟურნალისტებმა მოახლოებული სატრანსფერო ბაზრის შესახებ ჰკითხეს. იტალიელმა სპეციალისტმა თავისი მთავარი სამიზნე არ დამალა და პასუხი დაუფიქრებლად გასცა.

"მიკიბვ-მოკიბვას არ დავიწყებ და პირდაპირ გეტყვით, მე ძალიან მსურს ხამეს როდრიგესი ისევ ჩემს გუნდში ვიხილო და მასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე უარს არ ვიტყვი".

"დატოვებს თუ არა კოლუმბიელი ფეხბურთელი "სამეფო კლუბს", ალბათ მალე გაირკვევა - შეიძლება მიმდინარე ზაფხულშივე. მისი კლასი ჩემს "ბაიერნს" ნამდვილად გააძლიერებდა", - ამბობს ანჩელოტი.

შეგახსენებთ, რომ ხამეს როდრიგესის ტრანსფერი ცოტა ხნის წინ "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემაც ისურვა, რაც აღნიშნულ საკითხს კიდევ უფრო დიდ ინტრიგას სძენს.


საინტერესო

  • levani25
  • 22 დეკემბერი 2016 03:47
გემოვნება აქვს და მაგრად მგონია რომ დათმობს რეალი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით