როისისა და "არსენალის" კავშირი გრძელდება

22-12-2016, 11:11

ლონდონის "არსენალს" მომავალი ზაფხულისთვის მარკო როისის ყიდვა აქვს მიზნად დასახული. ინფორმაციას პოპულარული ბრიტანული გამოცემა The telegraph გვაწვდის.

"არსენალი" ამ მომენტისთვის აქტიურად მუშაობს ალექსის სანჩესისა და მესუთ ოზილის კონტრაქტების გახანრგძლივებაზე და გუნდმა თუ ეს ვერ მოახერხა, როისის შეძენა კიდევ უფრო მეტად აუცილებელი გახდება. 27 წლის გერმანელს "ბორუსიასთან" ხელშეკრულება 2019 წლამდე აქვს გაფორმებული და ლონდონელებს მის სანაცვლოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევთ.

როგორც გამოცემა იუწყება, "არსენალი" მზადაა მარკო როისს კვირაში ხელფასის სახით 180 000 ფუნტი გადაუხადოს. 

საინტერესო

  • beka10
  • 22 დეკემბერი 2016 11:12
იდეალური ვარიანტია მარკო არსენალისთვის
  • levani25
  • 22 დეკემბერი 2016 12:29
რა იდეალური ბევრად უკეთესს იმსახურებს
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით