ბერლუსკონი: "თუ "იუვენტუსის" დამარცხება გინდა, იტალიაში მსაჯები უნდა შეცვალო"

22-12-2016, 12:22

"მილანის" ღვაწლმოსილმა პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ ტურინის "იუვენტუსთან" დაკავშირებით საკუთარი აზრი დააფიქსირა. იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის აზრით, ტურინელების შეჩერება შეუძლებელია და ეს რომ გააკეთო, იტალიის მასშტაბით ყველა მსაჯი უნდა შეცვალო.

ტურინის "იუვენტუსმა" 2011 წლიდან 5-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, მიმდინარე სეზონშიც ისინი ცხრილის სათავეში არიან მოქცეულნი.

"როგორ შევაჩეროთ "იუვენტუსი"? ეს შეუძლებელია. თუ ამის გაკეთება გინდა, აუცილებლად უნდა შეცვალო ყველა მსაჯი იტალიაში, დღეს ისინი სწორედ ამ გუნდზე მუშაობენ". - აღნიშნავს ბერლუსკონი.

შეგახსენებთ, რომ "მილანი" და "იუვენტუსი" ხვალ ერთმანეთში იტალიის სუპერთასს გაითამაშებენ, მატჩი კატარის დედაქალაქ დოჰაში შედგება.

საინტერესო

  • beka10
  • 22 დეკემბერი 2016 12:23
დონ სილვიო ფორმაშია :დ :დ
  • levani25
  • 22 დეკემბერი 2016 12:30
ფაიზაღს ბაზრობს smile
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით