ინგლისელებმა "ემპოლის" შეთავაზება გაუკეთეს

22-12-2016, 03:18

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური "ემპოლის" ფორვარდ ლევან მჭედლიძეს ერთ-ერთმა აპენინურმა გამოცემა "GazzaMercato"-მ ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც ჩვენებურის კარიერასა და სამომავლო გეგმებზეა საუბარი.

იტალიელი ჟურნალისტები მჭედლიძის წარსულის შესახებ წერენ: "1990 წელს დაბადებული ნიჭიერი ბიჭი "ემპოლიმ" გორის "დილაში" აღმოაჩინა და 2006 წლიდან გვერდიდან არ მოუშორებია თუ არ ჩავთვლით 8 წლის წინ "პალერმოში" განათხოვრებას, თუმცა ფეხბურთელს ხშირად აწუხებდა ტრავმები, რაც თავისი ტალანტის გამოჩენაში ხელს უშლიდა. ახლა კი ლევანმა დაიწყო..."

სტატიაში წერია, რომ ამ სეზონში მჭდლიძემ გამოცდილი თანაგუნდელებისგან, მაკარონესგან და ჯილარდინიოსგან ბევრი ისწავლა და წლის ბოლოსკენ ბრწყინვალედ ათამაშდა. "კალიარისთან" ორი და "ატალანტასთან" ერთი გოლი სწორედ ამაზე მოწმობს.

როგორც გამოცემა იტყობინება, მოედანს ბრწყინვალედ დაბრუნებულ მჭედლიძეს მსურველები პრემიერ ლიგაში გამოუჩდნენ, რომლებიც მზად არიან, მის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო გადაიხადონ.

მართალია, 26 წლის მჭედლიძე უკვე წლებია "ემპოლის" ერთდგულია და ხშირად უთქვამს, კარიერის ბოლომდე დიდი სიამოვნებით დავრჩებოდი ამ კლუბშიო, თუმცა რთულია ახალ გამოწვევებზე უარის თქმა. ასე რომ, რა ბედი ელის ქართველ თავდამსხმელს მომავალ სარანსფერო ბაზრებზე, ჯერ კიდევ უცნობია.

საინტერესო

  • levani25
  • 22 დეკემბერი 2016 12:28
არც დაფიქრდეს ისე დათანხმდეს
  • Milanista21
  • 22 დეკემბერი 2016 14:58
ძაან მაგარია smile
  • Kicha
  • 22 დეკემბერი 2016 16:48
თან დაფიქრდება, თან არც გადავა smiley
  • basota
  • 12 იანვარი 2017 20:38
sesxebi <3 <3
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით