გვარდიოლას მთავარი სატრანსფერო სამიზნეები ცნობილია

22-12-2016, 13:31

როგორც ჩანს, მანჩესტერ "სიტის" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობით უკმაყოფილოა და უახლოეს დროში ახალი ფეხბურთელების დამატებას გეგმავს.

ბრიტანული გამოცემა Manchester Evening-ის ინფორმაციით, ესპანელმა თავკაცმა შეიხებს ანტუან გრიზმანისა და ალექსის სანჩესის დასამატებლად თხოვნით მიმართა. გვარდიოლას დიდი სურვილი აქვს, რომ უახლოეს დროში "ქალაქელებს" პირველი ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოუტანოს და აღნიშნული ფეხბურთელებიც სწორედ ამისათვის სჭირდება.

ჩილელ შემტევს კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში უმთავრდება და ახლის გაფორმებასაც არ ჩქარობს. როგორც ცნობილია, მას იმაზე გაცილებით დიდი ხელფასი სურს, ვიდრე ახლა აქვს და მანჩესტერელებიც სწორედ ამ უპირატესობის გამოყენებას გეგმავენ. წყაროს ცნობით, "სიტის" ხელმძღვანელობა ზაფხულში ლონდონურ კლუბს 40 მილიონს გადაუხდის სანჩესის სანაცვლოდ, თავად ფეხბურთელს კი კვირაში 200000 ფუნტს სთავაზობს. რაც შეეხება გრიზმანს, აქ საქმე შედარებით უფრო რთულადაა. ფრანგ შემტევს "როხიბლანკოსთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხაც საკმაოდ დიდი, 100 მილიონი ევროა. აქედან გამომდინარე, ბრიტანელებს მის დასამატებლად დიდი თანხების გაღება მოუწევთ. წინასწარი ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ ორივე ტრანსფერზე მოლაპარაკებები უახლოეს დროში დაიწყება.

საინტერესო

  • tsandro
  • 23 დეკემბერი 2016 00:07
საინტერესო იქნებოდა გრიზმანი სიტიში
  • levani25
  • 23 დეკემბერი 2016 02:55
სანჩესმა მაგრად აუღო ალღო პრემიერ ლიგას და მაგრად თამაშობს წელს
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით