"ჩელსი" ზამთარში გაძლიერებას გეგმავს

22-12-2016, 17:07

მოგეხსენებათ, დიდი ალბათობით სულ მალე ლონდონის "ჩელსის" ბრაზილიელი ნახევარმცველი, ოსკარი ჩინურ კლუბში გადავა, სამაგიეროდ კი ინგლისელები საკმაოდ სოლიდურ თანხას, 60 მილიონ ევროს მიიღებენ.

დღეს კი ბრიტანულ გამოცემა Guardian-ში საინტერესო სიახლე გავრცელდა. მათი ინფორმაციით ლონდონელებს უკვე გადაწყვეტილი აქვთ, თუ ვის შეძენას აპირებენ მიღებული თანხით. წყაროს ცნობით, "არისტოკრატებმა" თვალი ფრანგული "მონაკოს" ახალგაზრდა ფეხბურთელებს, ტიმუ ბაკაიოკოსა და ჯიბრილ სიდიბეს დაადგეს.

კონტე 3 მცველიან ტაქტიკაზე გადასვლის შემდეგ აქტიურად ცდილობს ახალი ცენტრალური მცველის დამატებას და იტალიელი სპეციალისტის აზრით, სიდიბე სწორედ იმ სტილის მოთამაშეა, რომელიც მის გუნდს წაადგება. რაც შეეხება ბაკაიოკოს, "მონაკოს" ჩამშლელი ნახევარმცველი წელს მართლაც კარგად გამოიყურება და უკვე მიიპყრო ევროპული გრანდების ყურადღება, მათ შორის "ჩელსისაც". კონტე მიიჩნევს, რომ 22 წლის ფეხბურთელი იდეალურად შეუწყვილდება ნახევარდაცვის უკანა ხაზში ნგოლო კანტეს. წყაროს ცნობით, ლონდონელები ტრანსფერების დასრულებას იანვარშივე გეგმავენ.

საინტერესო

  • levani25
  • 23 დეკემბერი 2016 02:47
წესიერი ნახონ ვინმე
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით