რობერტ ლევანდოვსკი იმედგაცრუებულია

22-12-2016, 17:55

მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის ზამთრის ჩემპიონია. ბავარიულმა გიგანტმა გუშინ საკუთარ სტადიონზე თანალიდერი "ლაიფციგი" 3:0 გაანადგურა და გათამაშების პირველი წრე ცხრილში ყველაზე მაღლა დაასრულა.

"ლაიფციგის" დამარცხებაში საკუთარი წვლილი "ბაიერნის" პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმაც შეიტანა, რომელმაც შეხვედრის 45-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიში 3:0 გახადა.

მიუხედავად გატანილი გოლისა და გამარჯვებისა, მატჩის შემდეგ ლევანდოვსკი უკმაყოფილებას გამოხატავდა. მისი განცხადებით, მას "ლაიფციგის" კარში ერთზე მეტი ბურთის შეგდება სურდა.

"იმედგაცრუებული ვარ. შემეძლო კიდევ 1 ან 2 გოლი გამეტანა მეტოქის კარში, მაგრამ არ გამიმართლა".

"ეს ფეხბურთია და ხანდახან არ გაგიმართლებს. ვფიქრობ, გუნდმა შეხვედრის პირველი ტაიმი სრულყოფილად ჩაატარა, ჩვენ ეს გამარჯვება დავიმსახურეთ". - განაცხადა ლევანდოვსკიმ.


საინტერესო

  • beka10
  • 22 დეკემბერი 2016 17:56
მეტი რაღა უნდა საინტერესოა ბატონ რობერტს
  • levani25
  • 23 დეკემბერი 2016 02:44
ეს რო პრემიერლიგაში წავიდეს ასე მაგარი ვერ იქნება
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით