ტიაგო სილვამ "პსჟ"-სთან გაახანგრძლივა

22-12-2016, 20:40

"პსჟ"-ს ცენტრალურმა მცველმა, ტიაგო სილვამ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტის განცხადებით, 32 წლის მცველმა "პსჟ"-სთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.

ძველი შეთანხმებით, ბრაზილიელ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებოდა, რაზეც მედიაში არაერთი ინფორმაცია გაჩნდა, თითქოს, ფეხბურთელი კლუბს დატოვებდა.

ტიაგო სილვა პარიზულ კლუბს "მილანიდან" 2012 წელს შეუერთდა. მანამდე ის "ფლუმინენსეს", მოსკოვის "დინამოს", "პორტოს" მეორე გუნდისა და ბრაზილიური "იუვენტუდოს" ღირსებას იცავდა.

მიმდინარე სეზონში ტიაგო სილვამ 20 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი ორჯერ გამოიჩინა.


საინტერესო

  • levani25
  • 23 დეკემბერი 2016 02:40
მილანში ეს აღარ დაბრუნდება ვსო აღარც უნდა ვიოცნებოთ wink
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით