"პსჟ"-მ დრაქსლერთან და კლუბთან ყველაფერი შეათანხმა

22-12-2016, 23:44

ესპანური გამოცემა GOAL-ის ინფორმაციით, ზამთრის პირველი მეგა ტრანსფერი უკვე მზად არის და ის სულ მალე გაოფიციალურდება.

წყაროს ცნობით, ფრანგულმა "პსჟ"-მ გერმანელ ფეხბურთელ, ჯულიენ დრაქსლერთან უკვე მიაღწია შეთანხმებას. წინასწარი ინფორმაციით, "ვოლფსბურგი" ახალგაზრდა ნახევარმცველის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა კონტრაქტში იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც გერმანელები დაახლოებით 10 მილიონამდე ევროს მიიღებენ ბონუსის სახით.

შეგახსენებთ, რომ დრაქსლერი "მგლებს" 2015 წელს შეუერთდა და კლუბთან კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებდა. მისი შეძენით "ლივერპული" და "არსენალიც" ინტერესდებოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს პარიზელებმა ბრიტანულ გრანდებს აჯობეს და მოახერხეს ახალგაზრდა გერმანელის გადაბირება.


საინტერესო

  • levani25
  • 23 დეკემბერი 2016 02:36
ძაან გამოადგება პსჟ-ს kissing_closed_eyes
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით