კაკაბაძე "ალავესთან" მატჩში მოედნიდან გააძევეს

23-12-2016, 00:47

დღეს გაიმართა ესპანეთის კოპა დელ რეის მატჩი, რომელშიც "ალავესმა" ტარაგონას "ხიმნასტიკს" უმასპინძლა და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

სტუმართა რიგებში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო თამაში ქართველმა მარჯვენა მცველმა, ოთარ კაკაბაძემ, მაგრამ მატჩის 30-ე წუთზე მან საკუთარ საჯარიმოში წესები დაარღვია, რისთვისაც მსაჯმა პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და "ხიმნასტიკის" კარში პენალტი დანიშნა. მასპინძლებმა პენალტი გოლად გარდასახეს და საბოლოოდ, ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 6-0 სძლიეს მეტოქეს.

შეგახსენებთ, რომ კაკაბაძე გასულ ზაფხულს შეუერთდა ესპანურ გუნდს და ეს გაძევება მისთვის პირველია "ხიმნასტიკის" მაისურით.

 


საინტერესო

  • levani25
  • 23 დეკემბერი 2016 02:36
imsaxurebda gagdebas
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით