რონალდოს ახალი გატაცება - ვისთან ერთად აღნიშნა კრისტიანომ ჩემპიონობა (ფოტოები)

23-12-2016, 12:15

მადრიდის "რეალის" სუპერვარსკვლავს პორტუგალიელ კრისტიანო რონალდოს ახალი გატაცება ჰყავს. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ტრიუმფის შემდეგ რონალდო თავის ახალ შეყვარებულთან, ხეორხიანა როდრიგესთან ერთად პაპარაცებმა მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში შენიშნეს.

რონალდო და ხეორხიანა შენობაში ერთად დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ, ხოლო როდესაც მათ ის დატოვეს, ფეხბურთელის ლოყაზე პაპარაცებმა პომადის ნაკვალევი დააფიქსირეს. თავად რონალდო პირადი ცხოვრების ახალ დეტალებზე მედიასთან საჯარო საუბარს ერიდება.

შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში კრისტიანო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.



საინტერესო

  • beka10
  • 23 დეკემბერი 2016 12:15
ანგელოზივით დახატული შეიკი ამაში როგორ გაცვალა :დ
  • levani25
  • 23 დეკემბერი 2016 13:26
ირინას ვერ ჯობია smile
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით