ებუე თავის მოკვლასთან ახლოს იყო

23-12-2016, 17:49

ლონდონის "არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა კოტ დივუარელმა ემანუელ ებუემ ინგლისელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცოტა ხნის წინ თავის მოკვლასთან ახლოს იყო. 2016 წლის მარტში "სანდერლენდის" ფეხბურთელს ფიფამ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია შეუფარდა, რადგან იგი საკუთარ აგენტს კუთვნილ გასამრჯელოს არ უხდიდა.

"არის დღეები, როდესაც ლოგინში ვწევარ და წამოდგომა არ მინდა. კარი ჩაკეტილი მაქვს და უბრალოდ ვფიქრობ. ხშირად ვკითხულობ ბიბლიას და ჩემს თავს ვეკითხები: რატომ, ემანუელ, რატომ აკეთებ ამას?!"

"იყო პერიოდი, როცა თავის მოკვლაზე სერიოზულად ვფიქრობდი, თუმცა ოჯახის გამო ამ საშინელებაზე უარი ვთქვი, ისინი მე მაძლიერებენ. ჩემს ცხოვრებაში ძალიან მძიმე პერიოდი დგას". - განაცხადა ებუემ.

წელს, ოქტომბერში ებუეს ცხოვრებაში კიდევ ერთი ცუდი ამბავი მოხდა, აფრიკელ ფეხბურთელს ბაბუა და ძმა გარდაეცვალა. 


საინტერესო

  • beka10
  • 23 დეკემბერი 2016 17:50
:( საწყალი.....
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით