ოფიციალურად: დრაქსლერი "პსჟ"-ს ფეხბურთელია

24-12-2016, 16:15

გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, იულიან დრაქსლერმა"პარის სენ ჟერმენთან" გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ნახევარმცველი "მგლებს" 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა, სადაც 45 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

როგოროც გერმანელთა ოფიციალური საიტი იტყობინება, ყველაფერი გარკვეულია და მხოლოდ ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება დარჩა.

არ გახმაურებულა სატრანსფერო ღირებულება, მაგრამ ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ "ვოფლსბურგი" 45-49 მილიონ ევროს ითხოვდა. სწორედ ეს თანხა შეგვიძლია მივიჩნიოთ სატრანსფერო საფასურად.


საინტერესო

imedia gamoadgeba klubs da tvitonac sheva pormashi
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით