ნასრი: "სევილიაში გემრიელი საკვები და ლამაზი გოგოები არიან"

24-12-2016, 17:00

"სევილიას" ნახევარმცველმა, სამირ ნასრიმ, ჟურნალისტებს საიდუმლო გაანდო, თუ რატომ აირჩია ესპანური კლუბი.

29 წლის ფრანგი ფეხბურთელი, ანდალუსიურ კლუბს სეზონის დაწყებამდე, ერთწლიანი იჯარის სახით "სიტიდან" შეუერთდა.

სამირ ნასრიმ "სევილიას" რიგებში 13 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლის გატანა მოახერხა. მისი თქმით, ის თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

"მე კარგი პრესეზონი მქონდა, მაგრამ ცვლილებების დრო იყო. გუარდიოლას ჩემი დარჩენა სურდა.

გასულ სეზონში ბევრი ტრავმები მქონდა. მინდოდა ახალი გამოწვევა. ბევრი კლუბი იყო ჩემით დაინტერესებული, მაგრამ, როდესაც გავიგე, რომ ერთ-ერთი მათგანი "სევილია" იყო, ბევრი ფიქრი არ დამიწყია გადაწყვეტილების მისაღებად.

ვკითხე დავიდ სილვას, ხესუს ნავასს და ნოლიტოს "სევილიას" შესახებ, ასევე ქალაქზე და მათ ბევრი კარგი რამ მითხრეს. სევილიაში ძალიან გემრიელი კერძები და ლამაზი გოგონები არიან. ასევე ვესაუბრე გუარდიოლას და საქებარი სიტყვებით შეაქო "სევილიელთა" დამრიგებელი სამპაოლი. ამ ყველაფერს ალღო კარგად ავუღე."


საინტერესო

კარგი ფეხბურთელია და იმედია მომავალ სეზონშიც სევილიაში დარჩება.
  • tsandro
  • 24 დეკემბერი 2016 22:15
ხო შენ ქალებზე იფიქრე მარტო :D
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით