"ბარსელონა" კანსელოს შეუთანხმდა

24-12-2016, 18:04

ესპანური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, კატალონიის "ბარსელონამ" მომავალი წლის პირველი ტრანსფერი უკვე შეათანხმა და ფეხბურთელი კატალონიელებს ზაფხულში შეუერთდება.

წყაროს ცნობით, "ბარსელონასა" და "ვალენსიას" მესვეურები მორიგდნენ ახალგაზრდა მცველის, ჟოაო კანსელოს თაობაზე. "ღამურების" 22 წლის ფეხბურთელი 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება "ბლაუგრანას" რიგებს. მოგეხსენებათ, დანი ალვეშის წასვლის შემდეგ კატალონიელებმა ვერა და ვერ მოაგვარეს დაცვის მარჯვენა ფრთაზე პრობლემა, ლუის ენრიკე კი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა პორტუგალიელი ზუსტად შეეწყობა გუნდს.

შეგახსენებთ, რომ "ბარსელონაში" გადასვლას ასევე უწინასწარმეტყველებენ ხორვატ ლეგენდას, დარიო სრნას. წინასწარი ინფორმაციით, იგი ესპანელთა რიგებს იანვარში შეუერთდება და მოკლევადიან კონტრაქტს გააფორმებს. რაც შეეხება კანსელოს, იგი დიდი ალბათობით 5 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.


საინტერესო

  • tsandro
  • 24 დეკემბერი 2016 22:14
წესით უნდა გამოადგეთ
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით