გრიზმანი: "ლიგაზე მარცხი უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე"

24-12-2016, 18:11

გასული წელი საკმაოდ უიღბლო გამოდგა მადრიდის "ატლეტიკოს" ფრანგი შემტევის, ანტუან გრიზმანისთვის. მან ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში იწვნია მარცხი, შემდგომ კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში. ახალგაზრდა ფორვარდმა GQ-სთან გასული წელი შეაჯამა და საინტერესო კომენტარიც გააკეთა.

"ორივე ფინალი ჩემთვის დიდი გამოცდილების მომტანი იყო და ამავე დროს, ამ შეხვედრების შემდეგ რამდენიმე დღე დეპრესიაში ვიყავი. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მარცხი უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე წაგება."

"ლიგის ფინალის წინ 2 კვირა ვემზადებოდით და ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორ აღვნიშნავდით გამარჯვებას, საბოლოოდ კი პენალტების სერიაში დავთმეთ ტიტული." - განაცხადა ანტუან გრიზმანმა.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით