პასალიჩი: "ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმა იყო ჩემს კარიერაში"

24-12-2016, 22:28

"მილანის" ნახევარმცველმა, მარიო პასალიჩმა მოგებული ტიტულის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ იტალიის სუპერ თასის შეხვედრა "მილანსა" და "იუვენტუსს" შორის გაიმართა, სადაც "როსონერებმა" თერთმეტმეტრიანების სერიაში "ბებერი ქალბატონები" დაამარცხეს. გადამწყვეტი და გამარჯვების პენალტი კი 21 წლის პასალიჩმა გაიტანა, რომელიც "ჩელსის" მფლობელობაშია.

"შევეცადე მოვდუნებულიყავი და მშვიდად ვყოფილიყავი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი გოლი კლუბს ტიტულს მოუტანდა.

მე მხოლოდ 21 წლის ვარ და ნამდვილი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, დამეცვა საკუთარი კლუბი. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დარტყმული ჩემს კარიერაში. წარმოუდგენლად ბედნიერი ვიყავი." - განაცხადა პასალიჩმა Mediaset Premium-მთან ინტერვიუში.

აქვე გეტყვით, რომ მილანურმა კლუბმა 2011 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა.


საინტერესო

imedia milanshi darcheba
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით