"უეფას წლის გუნდი" ციფრებში, ვის ირჩევდა ხალხი ყველაზე ხშირად

24-12-2016, 22:36

მოგეხსენებათ, უეფა ყოველწლიურად ფეხბურთის გულშემატკივარს საშუალებას აძლევს თავისთვის სასურველი 11 ფეხბურთელისგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები დაასახელოს. დღეს ევროპული ფეხბურთის მმართველომა ორგანომ საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც ასახულია თუ ამ წლების განმავლობაში ვის ირჩევდა ხალხი ყველაზე ხშირად, რომელი ქვეყნის საკლუბო წარმომადგენლის ფეხბურთელი ხვდებოდა სიმბოლურ გუნდში მუდამ და სხვა ბევრი საინტერესო მონაცემი.

სულ ნომინირებული იყო 374 ფეხბურთელი.

საუკეთესო 11-ში სულ არჩეული იყო 74 ფეხბურთელი.

ყველაზე მეტჯერ ნომინირებული მოედნის მოთამაშე: კრისტიანო რონალდო 13 (2004-2016)

ყველაზე მეტჯერ ნომინირებული მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი 9 (2002-2006, 2012, 2014-2016), იკერ კასილასი 9 (2001-2002, 2004, 2007-2012)

ყველაზე მეტჯერ ნომინირებული მცველი: ფილიპ ლამი 10 (2004, 2006-2014)

ყველაზე მეტჯერ ნომინირებული ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა, სტივენ ჯერარდი, არიენ რობენი, კრისტიანო რონალდო (ყველა 7-ჯერ)

ყველაზე მეტჯერ ნომინირებული თავდამსხმელი: ლიონელ მესი 10 (2006-2016)

ყველაზე მეტჯერ ნომინირებული ქვეყნის წარმომადგენელი: ესპანეთი 110

ყველაზე მეტჯერ არჩეული ფეხბურთელი: კრისტიანო რონალდო 10

ყველაზე მეტჯერ არჩეული მეკარე: იკერ კასილასი 6

ყველაზე მეტჯერ არჩეული მცელი: კარლეს პუიოლო 6

ყველაზე მეტჯერ არჩეული ნახევარმცველი: ანდრეს ინიესტა 6

ყველაზე მეტჯერ არჩეული თავდამსხმელი: ლიონელ მესი 7

ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდა: "ბარსელონას" 41

ყველაზე მეტი წარმომადგენელი აირჩიეს: ესპანეთის ლალიგიდან 81

ყველა დროის სიმბოლური გუნდი კი ასე გამოიყურება:

იკერ კასილასი - ფილიპ ლამი, კარლეს პუიოლი, ხერარდ პიკე, სერხიო რამოსი - ანდრეს ინიესტა, ჩავი, სტივენ ჯერარდი - ლიონელ მესი, კრისტიანო რონალდო, ტიერი ანრი.

საინტერესო

  • beka10
  • 24 დეკემბერი 2016 22:37
გასაკვირია ყველაზე ხშირად მესის რომ არ იჩევდნენ
  • tsandro
  • 25 დეკემბერი 2016 00:53
კაი შემადგენლობაა
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით