"ლივერპული" წლის პირველ ტრანსფერს ძალიან მალე დაადასტურებს

25-12-2016, 00:45

ბრიტანული სპორტული გამოცემები სულ უფრო აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ "ლივერპულმა" 20 წლის კოტდივუარელ ფრენკ კესისთან შეთანხმებას მიაღიწა და უნიჭიერესი აფრიკელი ფეხბურთელი "ნისლიან ალბიონზე" სათამაშოდ იანვრიდან გადავა.

კესი ამ მომენტისთვის იტალიური "ატალანტას" ღირსებას იქცევს და ევროპულ გრანდებს მისთვის ნამდვილი ნადირობა ჰქონდათ გაჩაღებული, თუმცა იურგენ კლოპის ფენომენი ახალგაზრდა, ნიჭიერ მოთამაშეებთან მიმართებით საქვეყნოდაა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, "ლივერპული" კესის სანაცვლოდ ბერგამოელებს 30 მილიონ ევროს გადაუხდის.

იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 14 შეხვედრაში აფრიკელ ფეხბურთელს 5 გოლი აქვს გატანილი.

საინტერესო

  • beka10
  • 25 დეკემბერი 2016 01:00
ეს კაცი ტალანტების აღმოჩენაში ფეოლაა
  • perfect
  • 25 დეკემბერი 2016 09:10
ახალგაზრდა და ნიჭიერი...მომწონხარ კლოპ...
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით