ნაგატომომ რჩეულ გოგოს ხელი "ჯიუზეპე მეაცაზე" სთხოვა

25-12-2016, 12:00

იაპონიისა და "ინტერის" ფეხბურთელმა, იუტუ ნაგატომომ მეგობარ გოგონას ხელი პირდაპირ სტადიონზე სთხოვა.

იუტუს რჩეული გოგო 32 წლის ტაირა აირია. ფეხბურთელმა ტაირა სტადიონზე მიიწვია, რის შემდეგაც თვითონაც გამოცხადდა, შემდეგ ჩაიმუხლა, წმინდა სიტყვები უთხრა და ბეჭედი გაუწოდა. რა თქმა უნდა, ტაირაც დათანხმდა.

საქორწილო ცერემონია 2017 წლის იანვრის ბოლოს დაიგეგმა. საინტერესოა, რომ ნაგატომოსა და ტაირას უერთიერთობის შესახებ ცნობილი მხოლოდ გასულ ზაფხულს გახდა.

"მე 11 შვილი მსურს, რითიც ერთ გუნდს ჩამოვაყალიბებ."- განაცხადა იაპონელმა ფეხბურთელმა.

ნაგატომომ მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა.

საინტერესო

magaria dzan :D
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით