ლევანდოვსკი: "გვარდიოლა მოუთმენელი მწვრთნელია"

25-12-2016, 12:33

მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელის რობერტ ლევანდოვსკის განცხადებით, "რეკორდმაისტერის" ამჟამინდელი თავკაცს იტალიელ კარლო ანჩელოტის სრულიად განსხვავებული საფეხბურთო მიდგომები აქვს, ვიდრე წინა მწვრთნელს ესპანელ პეპ გვარდიოლას.

პოლონელი ფეხბურთელი თვლის, რომ დღევანდელ სიტუაციაში "ბაიერნის" ფეხბურთელებს მოედანზე მოქმედების მეტი თავისუფლება აქვთ, ვიდრე ეს გვარდიოლას დროს იყო.

"გვარდიოლა დიდებული სპეციალისტია, მან ყველა ტაქტიკური ოპერაციის შესახებ კარგად იცის. ყველა თამაშის შემდეგ იგი იდეალურ ანალიზს გვთავაზობდა, თუმცა ვთვლი, რომ ხანდახან ზედმეტად მოუთმენელი იყო".

"ჩემი აზრით, ანჩელოტის მწვრთნელობის პირობებში ფეხბურთელებს მოქმედების მეტი თავისუფლება გვაქვს. "ბაიერნმა" სეზონი არაჩვეულებრივად დაიწყო და ვიმედოვნებ, დასასრულიც ჩვენთვის ძალიან კარგი იქნება". - აცხადებს ლევანდოვსკი.

საინტერესო

  • beka10
  • 25 დეკემბერი 2016 12:34
ძალიან დონე კაცია ბატონი რობერტი :)
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით