ჟოაუ კანსელო და "ბარსელონა" შეთანხმდნენ

25-12-2016, 12:44

კატალონიური სპორტული გამოცემა Sport.es-ის ინფორმაციით, ესპანეთის მოქმედი ჩემპიონი "ბარსელონა" და "ვალენსიას" მცველი ჟოაუ კანსელო შეთანხმდნენ. ფეხბურთელი სათამაშოდ კატალონიურ გრანდში მომავალ ზაფხულს უნდა გადავიდეს.

პორტუგალიელის სანაცვლოდ "ღამურები" 30 მილიონ ევროს მიიღებენ, ხოლო იგი "ბარსელონასთან" 5 წლიანი ხელშეკრულებას გააფორმებს. კონტრაქტის სხვა დეტალები ფართო მასებისთვის უცნობია.

კანსელოს ტრანსფერი ჯერ გუნდის ოფიციალურ საიტს არ დაუდასტურებია, თუმცა სავარაუდოდ ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება.

22 წლის კანსელო "ბენფიკას" ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია, "ვალენსიაში" ის 2015 წლიდან თამაშობს. 

საინტერესო

  • beka10
  • 25 დეკემბერი 2016 12:45
ვნახოთ როგორი ბიჭი იქნება
es dzaan magari bichi barsas axali alvesi eyoleba male kanselos saxit
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით