ნიკლას შულემ "ჩელსის" "ბაიერნი" ამჯობინა

25-12-2016, 12:59

"ჰოფენჰაიმის" გამორჩეული ფიგურისთვის, ნიკლას შულესთვის ბრძოლა დასრულდა. როგორც გერმანული პრესა გვაუწყებს, ლონდონის "ჩელსი", რომელიც ნიჭიერი გერმანელი ფეხბურთელისთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იბრძოდა, დამარცხდა. ფეხბურთელმა მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლა გადაწყვიტა.

ანტონიო კონტე შულეს ტრანსფერის საკითხებს პირადად აკონტროლებდა და ფეხბურთელის სანაცვლოდ მზად იყო, 30 მილიონი ერვროც კი გადაეხადა, თუმცა "რეკორდმაისტერის" წინადადებამ 21 წლის ცენტრალური მცველი უფრო მოხიბლა.

Bild გვაუწყებს, რომ შულე "ბაიერნს" მომავალ ზაფხულს შეუერთდება, ხოლო "ჩელსის" ცენტრალური მცველის ძებნის გაგრძელება მოუწევს.

საინტერესო

  • beka10
  • 25 დეკემბერი 2016 12:59
აბა ინგლისში რატო წავიდოდა :დ
  • torres9
  • 25 დეკემბერი 2016 16:32
abaa ra !!! Mia san mia!
  • ogafa
  • 26 დეკემბერი 2016 23:41
ესეც "ბაიერნში"
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით