ნიკა კაჭარავა კვიპროსის ჩემპიონატის დეკემბრის საუკეთესო ფეხბურთელია

25-12-2016, 14:28

კვიპროსის ჩემპიონატის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ქართველი ნიკოლოზ კაჭარავა დაასახელეს. გამოკითხვაში, რომელსაც 2016 წლის ბოლო თვის გამორჩეული ფეხბურთელი უნდა გამოევლინა, კვიპროსელი ჟურნალისტები მონაწილეობდნენ.

გამარჯვებულს Calsberg-ის სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ. 22 წლის კაჭარავასთვის, რომელიც "ეთნიკოსის" ღირსებას იცავს, ეს პირველი მნიშვნელოვანი აღიარებაა.

კაჭარავა კუნძულზე რუსული "როსტოვიდან" გაანათხოვრეს. დეკემბრის თვეში ნიკამ "არისსა" და "ზაკაკიუსს" დუბლი გაუტანა, ხოლო "აელთან" შეხვედრაში გოლთან ერთად საგოლე გადაცემის შესრულებაც მოახერხა. საერთო ჯამში გატანილი 9 გოლით კაჭარავა კვიპროსის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილს იკავებს. 


საინტერესო

  • beka10
  • 25 დეკემბერი 2016 14:29
წარმატებები ნიკას!
  • torres9
  • 25 დეკემბერი 2016 16:31
gilocav nikush dzmao martla rom daimsaxura
  • ogafa
  • 26 დეკემბერი 2016 23:23
ყოჩაღ .........................................................................
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით