ლევანდოვსკი ზედიზედ მეექვსედ პოლონეთში საუკეთესოა!

25-12-2016, 16:28

პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბაიერნის" ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ქვეყნის საუკეთესოობა ამჯერადაც არავის დაუთმო.

ლევანდოვსკიმ ყველაზე მეტი, 69 ქულა დააგროვა და მორიგი ტიტულის მფლობელი გახდა. რობერტმა პოლონეთის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული ზედიზედ ექვსჯერ მოიგო, რაც ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

სრულ სია ასე გამოიყურება:

1. რობერტ ლევანდოვსკი, "ბაიერნი" - 69

2. კამილ გლიკი, "მონაკო" - 19

3. გრიგორი კრიხოვიაკი, "პსჟ" - 15

4. იაკუბ ბლაშიკოვსკი, "ვოლფსბურგი" - 10

5. არკადიუს მილიკი, "ნაპოლი" - 10

6. მიხეილ პაზდანი, "ლეგია" - 5

7. კამილ გროსიცკი, "რენი" - 5

8. ლუკაშ ფაბიანსკი, "სუონსი" - 3

9. ლუკას პისშეკი, "დორტმუნდი" - 2

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე ერთად 24 მატჩი ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.


საინტერესო

dzan magari fexburtelia ra
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით