"იუვემ" ალექს სანდროს ტრავმა დაადასტურა

25-12-2016, 18:01

"იუვენტუსის" მცველმა, ალექს სანდრომ ტავმა იტალიის სუპერ თასის შეხვედრაში, "მილანის" წინააღმდეგ მიიღო.

შეგახსენებტ, რომ 25 წლის მცველმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ტრავმის გამო მას მოედნის დატოვება ნაადრევად, შეხვედრის 33-ე წუთზე მოუწია.

როგორც ოფიციალური საიტი იუწყება, სანდროს ბარძაყის კუნთზე აქვს დაზიანება.

მოგვიანებით ცნობილი გახდება ზუსტი დრო, თუ როდის დაუბრუნდება ბრაზილიელი ფეხბურთელი მინდოს, მაგრამ, მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ამისათვის 2-3 კვირაა საჭირო.

მიმდინარე სეზონში სანდრომ "ბებერი ქალბატონების" რიგებში 22 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.


საინტერესო

gamosadegari pexburtelia sakmaod
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით