ბრიტანული გრანდები ჯო ჰარტისთვის იბრძვიან

25-12-2016, 19:34

დღეს ინგლისურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ცნობით, პრემიერლიგის გრანდები, "ლივერპული" და ლონდონის "ჩელსი" ჯო ჰარტის დასამატებლად იბრძვიან.

როგორც იცით, მერსისაიდულ გუნდს მეკარის პოზიციაზე სერიოზული პრობლემები აქვს. იურგენ კლოპს რამდენიმე ვარიანტი აქვს, თუმცა ძნელია იმის თქმა, რომ მისი რომელიმე კიპერი სამუშაოს კარგად ართმევს თავს. წყაროს მტკიცებით, გერმანელი სპეციალისტი სწორედ ჯო ჰარტის შეძენით აღმოფხვრის მეკარის პრობლემას.

თავის მხრივ, ბოლო დროს სულ უფროდაუფრო მეტი იწერება იმის შესახებ, რომ ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი კიპერი, ტიბო კურტუა გუნდს დატოვებს და მადრიდის "რეალს" შეუერთდება, შესაბამისად კონტეს მისი შემცვლელი სჭირდება. იტალიელი მწვრთნელის აზრით კი პრემიერლიგაში დიდად გამოცდილი მეკარე კარგად შეეწყობა მის გუნდს.

შეგახსენებთ, რომ ჯო ჰარტი წლების მანძილზე იცავდა მანჩესტერ "სიტის" ღირსებას და პეპ გვარდიოლას მოსვლის შემდეგ იგი "ტორინოში" გაანათხოვრეს, ბოლო დროს კი საკმაოდ ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ იგი ზამთარში გუნდს დატოვებს და რომელიმე ინგლისურ გრანდს შეუერთდება. 

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით