"ვალენსიას" პრეზიდენტმა გულშემატკივრებს მოუბოდიშა

25-12-2016, 23:48

"ვალენსიას" პრეზიდენტმა, ჰონგ ლეი ჩანმა, კლუბის გულშემატკივრებს ცუდი სტარტისთვის ბოდიში მოუხადა.

გასულ სეზონში კლუბმა სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა. არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო ხელმძღვანელობამ კლუბის მთავარი მწვრთნელი, გარი ნევილი გაანთავისუფლა.

მიმდინარე სეზონში "ღამურები" არასახარბიელო მდგომარეობაში არიან. პირველი ოთხი ტურის შემდეგ ხელმძღვანელობამ კვლავ მწვრთნელის შეცვლა გადაწყვიტა. ცუდ შედეგს ამჯერად პაკო აიესტარანა შეეწირა.

ამჟამად ვალენსიურ კლუბს სათავეში იტალიელი სპეციალისტი, ჩეზარე პრანდელი უდგას, თუმცა, ჯერ-ჯერობით საქმე უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

კლუბი ზამთრის არდადეგებზე 12 ქულით გავიდა. ისინი ამჟამად მე-17 ადგილს იკავებენ და გავარდნის ერთ-ერთი ფავორიტები არიან. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ფანების უკმაყოფილოება.

"მინდა რომ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო ცუდი წელისთვის.

ჩვენ შეცდომებზე ვსწავლობთ. ვმუშაობთ, რათა ვიპოვოთ გამოსავალი თუ როგორ გამოვასწოროთ ყველაფერი. ყველაფერს ვიზამთ, რომ ახალი წლის შემდეგ სიტუაცია გამოსწორდეს."- განაცხადა ჰონგმა.

საინტერესო

imedia gamoasworeben torem codvaa es gundi
verada ver movida xodze es gundi
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით