"არსენალი" - "ვესტ.ბრომი"

26-12-2016, 02:58

დღეს, თბილისის დროით 19:00-ზე ლონდონის "არსენალი" შინ "ვესტ ბრომვიჩს" მიიღებს. უკანასკნელ პერიოდში "მეთოფეებს" საქმე კარგად აღარ მისდით, ვენგერის გუნდმა პრემიერლიგაში 2 თამაში ზედიზედ წააგო და ლიდერ "ჩელსის" უკვე 9 ქულით ჩამორჩა. რაც შეეხება "ვესტ ბრომს", ტონი პულისის გუნდი წელს ძალიან კარგ სეზონს ატარებს, გუნდმა 23 ქულა დააგროვა და ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს, თუმცა ამ წელს უჩვეულოდ ბევრ გოლს უშვებს (21). დიდი ალბათობით, "არსენალი", რომელიც მხოლოდ გამარჯვებაზეა დაგეშილი, ვინაიდან მის მე-4 ადგილს უკვე "ტოტენჰემიც" მიუახლოვდა, საკუთარ მოედანზე მეტოქეს მინიმუმ 2 გოლს გაუტანს. ვენგერის გუნდს წლევანდელ სეზონში მხოლოდ "ლივერპულზე" ნაკლები აქვს გატანილი და ბურთების დიდი ნაწილიც საკუთარ მოედანზე შეაგდო.

FOOTBALLNEWS-ს ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "არსენალის" 1.5-ზე მეტი გოლი, კოეფიციენტი - 1.44


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით