"უოტფორდი" - "კრისტალ პალასი"

26-12-2016, 02:57

დღეს, თბილისის დროით 16:30-ზე ინგლისის პრემიერლიგის "ბოქსინგ დეის" "უოტფორდი" და "კრისტალ პალასი" გახსნიან. ორივე გუნდის მთავარი მიზანი ამ სეზონში საუკეთესოთა შორის ადგილის შენარჩუნებაა. მასპინძლებს ამ მხრივ საქმე უკეთ აქვთ, მე-12 ადგილს იკავებენ, ხოლო 15 ქულით "კრისტალ პალასი" მე-17-ეა. ამ ტურის წინ ამ უკანასკნელთა რიგებში პოზიტიური ცვლილება მოხდა, გუნდი ინგლისის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, სახელოვანმა სემ ელერდაისმა ჩაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ "პალასს" ამ სეზონში საქმე ცუდად აქვს, პრემიერლიგის ბოლო ათეეულში მყოფ გუნდებს შორის ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი (28). სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელის ფაქტორიც ფეხბურთელებზე დადებით იმოქმედებს და მინიმუმ ერთ გოლს "უოტფორდის" კარშიც გაიტანენ, რომელიც დაცვაში არც ისე ძლიერია.

FOOTBALLNEWS-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "კრისტალ პალასის" გოლი, კოეფიციენტი - 1.35

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით