"ლესტერი" - "ევერტონი"

26-12-2016, 03:07

დღეს, თბილისის დროით 19:00-ზე პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი "ლესტერი" შინ "ევერტონს" მიიღებს. შარშანდელი ტრიუმფის შემდეგ "მელიების" შიდა პირველობაზე საქმე კარგად ნამდვილად არ მისდით, რანიერის გუნდი მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას 3 ქულა აშორებს. დღეს ისინი ლივერპულელებს შესუსტებული შემადგენლობით დაუხვდებიან. "ლესტერს" ჰუტი, დრინქვოთერი, ფუხსი და ჯეიმი ვარდი დააკლდება. რაც შეეხება "ევერტონს", კუმანის გუნდი ჩემპიონებთან სათამაშოდ ოპტიმალური შემადგენლობით ჩავიდა და მწვრთნელის განცხადებით, ფეხბურთელები მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობენ. სავარაუდოა, რომ "ევერტონი", რომელიც ჩემპიონატში მე-9 პოზიციაზეა, შესუსტებული შემადგენლობით მოთამაშე "ლესტერს" მინიმუმ ერთ გოლს გაუტანს.

FOOTBALLNEWS-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "ევერტონის" გოლი, კოეფიციენტი - 1.35

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით