რონალდინიო: "ვიცი, რომ "ბარსას" მისი შეძენა სურს და უარის თქმა სისულელე იქნება..."

26-12-2016, 12:30

"ბარსელონას" ყოფილი ლიდერი ბრაზილიელი რონალდინიო ადასტურებს, რომ კატალონიური გუნდი მის თანამემამულე ფილიპე კოუტინიოს აკვირდება, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ძალიან კარგად ირჯება და "ლივერპულის" ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად ჩამოყალიბდა.

"როდესაც ის ტრავმის შემდეგ დაბრუნდება, ვიმედოვნებ, ისევე მაღალ დონეზე გააგრძელებს თამაშს, როგორც აქამდე თამაშობდა. კოუტინიო ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და არ დაგიმალავთ, მას "ბარსელონა" აკვირდება".

"ლივერპულს" მისი შენარჩუნება უნდა და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ როდესაც არსებობს უფრო მაღალ დონეზე თამაშის შანსი, უარი არ უნდა თქვა". - განაცხადა რონალდინიომ.

შეგახსენებთ, რომ რონალდინიო "ბარსელონას" ღირსებას 2003-2008 წლებში იცავდა. 

საინტერესო

  • beka10
  • 26 დეკემბერი 2016 13:06
კოუტინიო ზუსტად ბარსას სტილია
  • barseloneta
  • 28 დეკემბერი 2016 17:27
[quote=beka10]კოუტინიო ზუსტად ბარსას სტილია[/[quote=beka10]კოუტინიო ზუსტად ბარსას სტილია[/quote]
etanxmebi mec dzaan momwons eg bichi
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით