"სევილიას" მარსიალი მოუნდა

26-12-2016, 17:41

"მანჩესტერ იუნაიტედის" გარემარბი, ენტონი მარსიალი, შესაძლოა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს "სევილიაში" გადაბარგდეს.

French Football News-ის განცხადებით, იანვარში "სევილიელი დალაქები" ფრანგი ფეხბურთელის იჯარით აყვანას ეცდებიან.

წყაროს განცხადებით, სამპაოლიმ კლუბის სპორტულ დირექოტრს, მონჩის დააბარა, რომ მოლაპარკებები აწაარმოოს მარსიალის ტრანსფერთან.

აღსანიშნავია, რომ მონჩი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის აგენტს და მოლაპარაკებები დაიწყო.

თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მარსიალი "წითელი ეშმაკების" ძირითადის მოთამაშე არ არის, ინგლისელებს ფეხბურთელის გაშვება მაინც არ სურთ.

მიმდინარე სეზონში მარსიალმა 16 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.


საინტერესო

pmeti praqrika schirdeba
  • levani25
  • 27 დეკემბერი 2016 02:50
შანსი არაა არ დთმობს ამას მანუ
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით