იგუაინი: "დიბალა მესის ჰგავს"

26-12-2016, 18:34

ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელმა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა თანამემამულეები ლიონელ მესი და პაულო დიბალა ერთმანეთს შეადარა. მისი განცხადებით, ეს ორი ფეხბურთელი ერთმანეთს ძალიან ჰგავს და ორივესთან ერთად თამაშით დიდ სიამოვნებას იღებს.

"დიბალა და მესი ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ლეო საუკეთესოა მსოფლიოში და ამას ყოველდღიურად ამტკიცებს. პაულო ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, მასში უდიდესი ტალანტია და როგორ განვითარდება მისი სამომავლო კარიერა, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული".

"მაღალ დონეზე რომ დარჩე, ამისთვის ძალიან დიდი ძალისხმევა გჭირდება. დიბალა მენტალურად მტკიცე ადამიანია და მჯერა დიდ წარმატებას მიაღწევს". -აცხადებს იგუაინი.

ტურინის "იუვენტუსში" სარეკორდო თანხის სანაცვლოდ გადასულმა იგუაინმა ამ სეზონში იტალიის ჩემპიონატში 10 გოლი გაიტანა. 

საინტერესო

  • beka10
  • 26 დეკემბერი 2016 18:35
რამდენჯერაც შენ ლეო დაღუპე :/
  • levani25
  • 27 დეკემბერი 2016 02:49
sul cota aklia smile
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით