IFFHS-ის ვერსიით წლის საუკეთესო მეკარე მანუელ ნოიერია

26-12-2016, 21:46

ფეხბურთის საერთაშორისო სტატისტიკისა და ისტორიის ფედერაციამ 2016 წლის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე გამოავლინა. პრესტიჟული ინდივიდუალური ტიტული მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული გუნდის კარის დარაჯს, მანუელ ნოიერს ერგო.

ნოიერს აღნიშნულმა ორგანიზაციამ ეს ტიტული პირველად არ მიანიჭა, გერმანელი გოლკიპერი ბოლო 4 წელია საუკეთესო მეკარის წოდებას სტაბილურად იღებს. წლევანდელ გამოკითხვაში, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტები მონაწილეობდნენ, მან 156 ქულა დააგროვა.

გამოკითხვაში მეორე ადგილზე ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარული მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გავიდა, ხოლო სამეული, წლევანდელი ევროპის ჩემპიონის, პორტუგალიის კარის დარაჯმა, რუი პატრისიომ დახურა.


საინტერესო

  • beka10
  • 26 დეკემბერი 2016 21:47
ლეგენდარული გერმანელი, დაიმსახურა მანუმ
  • tsandro
  • 26 დეკემბერი 2016 22:26
არადა საერთოდ არ დაუმსახურებია წელს
  • levani25
  • 27 დეკემბერი 2016 02:46
arada wels vabshe ver brwyinavda worried
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით