"მილანი" და "რომა" უილშირით ინტერესდებიან

27-12-2016, 17:50

იტალიის კლუბები, "მილანი" და "რომა" "არსენალის" ნახევარმცველს ჯეკ უილშირს აკვირდებიან, რომელიც ამჟამად "ბორნმუთის" ღირსებას იცავს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელი ფეხბურთელი იჯარის სახით "ბორნმუთის" ღირსებას იცავს, რომელიც კლუბს გასულ ზაფხულს შეუერთდა.

Calciomercato-ს განცხადებით, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მილანი" და "რომა" შეეცდებიან ფეხბურთელის გადმობირებას. მათ 24 წლის ინგლისელის გამოსყიდვა სურთ.

შეგახსენებთ, რომ უილშირს "არსენალთან" კონტრაქტი შემდეგ სეზონში ეწურება, მაგრამ მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვენგერმა განაცხადა, რომ ჯეკი მაღალი დონის ფეხბურთელია და ყველაფერს გააკეთებენ მის შესანარჩუნებლად.

მიმდინარე სეზონში უილშირმა 16 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

საინტერესო

kargi pexburtelia dzan
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით