"იუვენტუსის" მიზანში მორგან შნეიდერლინია

27-12-2016, 22:52

თითქმის გადაწყვეტილია, რომ უახლოეს მომავალში "მანჩესტერ იუნაიტედს" ფრანგი ნახევარმცველი მორგან შნეიდერლინი დატოვებს. შნეიდერლინს მოურინიოს ხელმძღვანელობით სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლევა.

კვალიფიციური კადრის ხელში ჩაგდებას ტურინის "იუვენტუსი" შეეცდება. "ბებერ სინიორას" ნახევარდაცვაში პრობლემები დაუგროვდა და როგორც აპენინური მედია გვაუწყებს, გუნდის პრეზიდენტი ჯუზეპე მაროტა ამ კომპონენტის გაძლიერებას შნეიდერლინის მეშვეობით აპირებს.

ჯერჯერობით უცნობია როდის და რა ფორმით აპირებს "იუვენტუსი" "მანჩესტერთან" მოლაპარაკებების დაწყებას, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს ყველაფერი უკვე იანვარშივე მოხდება.

მიმდინარე სეზონში მორგან შნეიდერლინმა პრემიერლიგაში მხოლოდ 3 შეხვედრა ჩაატარა.


საინტერესო

  • beka10
  • 27 დეკემბერი 2016 23:55
ძალიან გამოადგება იუვეს მორგანი
  • tsandro
  • 27 დეკემბერი 2016 23:57
ხედირა ხო ყავთ, რათ უნდათ
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით