სიმეონემ და "ატლეტიკომ" ყველაფერი გაარკვიეს

28-12-2016, 00:42

როგორც მადრიდის "ატლეტიკოს" გენერალურმა დირექტორმა ანხელ ხილმა განაცხადა, გუნდის მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე საკუთარ პოსტზე კიდევ ერთი სეზონით დარჩება.

პრესაში უკანასკნელი თვეების განმავლობაში ძალიან ბევრი ცნობა ვრცელდებოდა იმის შესახებ, რომ არგენტინელისა და "ატლეტიკოს" გზები ამ სეზონის დასრულების შემდეგ გაიყრებოდა, თუმცა გენერალური დირექტორის სიტყვებმა ყველაფერს ნათელი მოჰფინა.

რამდენიმე დღის წინ განცხადება თავად სიმეონემაც გააკეთა, რომელშიც ჟურნალისტები მის ირგვლივ აგორებული ჭორების გამო მკაცრად გააკრიტიკა. ექსცენტრიულ არგენტინელს მედია არგენტინის ეროვნული ნაკრებიდან დაწყებული, მილანის "ინტერით" დამთავრებული ძალიან ბევრ გრანდს უკავშირებდა.

"სიმეონე გუნდში 2018 წლამდე დარჩება, ის ჩვენი გუნდისთვის იდეალური მთავარი მწვრთნელია და მომავალ სეზონშიც ასე იქნება". - განაცხადა ხილმა.


საინტერესო

  • beka10
  • 28 დეკემბერი 2016 00:43
დონ დიეგო სხვაგან არსად წარმომიდგენია!
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით