დი მარია ჩინურ შეთავაზებას განიხილავს

28-12-2016, 00:52

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" არგენტინელ ფეხბურთელთან ანხელ დი მარიასთან ჩინეთის სუპერ ლიგის ერთ-ერთი გუნდი აქტიურად ცდილობს კავშირის დამყარებას. ინფორმაციას პოპულარული ფრანგული გამოცემა "ეკიპი" ავრცელებს და იმასაც დასძენს, რომ თავად დი მარიაც ჩინეთიდან წამოსული შეთავაზების განხილვის პროცესშია. ჯერჯერობით გუნდის სახელწოდება მედიაში არ ხმაურდება.

სოლიდური ფინანსური შეთავაზებით ჩინელებმა უკვე მოიგეს ბრაზილიელი ოსკარისა და "ატლეტიკოს" ყოფილი თავდამსხმელის ჯექსონ მარტინესის გუნდი. აზიის უდიდეს ქვეყანაში დი მარიას თანამემამულე ეზეკილ ლავეციც ასპარეზობს, რომლის ხელფასი მოქმედ ფეხბურთელებს შორის მსოფლიოში ყველაზე მეტია. გარდა ამისა, ჩინურ გუნდში სათამაშოდ გადასასვლელად ემზადება კარლოს ტევესიც.

28 წლის არგენტინელი ფეხბურთელის გადაბირებას ჩინეთის სუპერ ლიგის გუნდი უკვე იანვარშივე შეეცდება. 


საინტერესო

  • beka10
  • 28 დეკემბერი 2016 00:52
auuuu, იმედია ესეც არ წავა რა :/
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით