მოურინიო და გვარდიოლა ალექს სანდროს ვერ იყოფენ

28-12-2016, 01:06

იტალიური სპორტული პრესის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსის" განაპირა მცველი ალექს სანდრო ორი პრემიერლიგური გრანდის "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" ინტერესის სფეროში მოექცა.

ჯერჯერობით "იუნაიტედს" სანდროსთან აქამდე არანაირი კავშირი არ ჰქონია, თუმცა "სიტიმ" მისი შეძენა ერთხელ უკვე სცადა. ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როდესაც ფეხბურთელი "პორტოს" ღირსებას იცავდა, თუმცა მისი შემდგომი კარიერა სწორედ იტალიას დაუკავშირდა.

მარცხენა მცველის პრობლემა რეალურად ორივე მანჩესტერულ გუნდში დგას. მოურინიო ამ პოზიციაზე მუდმვი როტაციას მიმართავს და იდეალურ ვარიანტზე ვერ ჩამოყალიბდა, ხოლო გვარდიოლა ამ რგოლში გაელ კლიშის იყენებს, რომლის სათამაშო ფორმაც იდეალურისგან შორსაა.

26 წლის ბრაზილიელმა ალექს სანდრომ კარიერა "ატლეტიკო პარანაენსეში" დაიწყო, ხოლო ევროპული გრანდების ყურადღება პორტუგალიაში თამაშის პერიოდში მიიქცია.

საინტერესო

  • beka10
  • 28 დეკემბერი 2016 01:07
ჩემია აზრით სიტის უფრო მოუხდება
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით