მარსიალი "სევილიაზე" სერიოზულად დაფიქრდა

28-12-2016, 15:29

ფეხბურთის გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, რომ ცოტა ხნის წინ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ფეხბურთელი ენტონი მარსიალი ანდალუზიურ "სევილიას" დაუკავშირეს. ფრანგი საკუთარი როლით მოურინიოს ხელმძღვანელობის ქვეშ უკმაყოფილოა და მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება უნდა.

მარსიალისა და "სევილიას" კავშირი ცოტა ხნის წინ ფეხბურთელის აგენტმაც დაადასტურა. მისი განცხადებით, ფრანგი მოთამაშე ესპანეთში გადაბარგების საკითხზე სერიოზულად ფიქრობს.

"სევილია" დიდებული გუნდია. ლალიგაში მოწინავე პოზიციებს იკავებს, გასულია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში და ჰყავს ძალიან კვალიფიციური მწვრთნელი".

"მარსიალი ამ გუნდში გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობს და გადაწყვეტილებას ძალიან მალე მიიღებს. ჩემს კლიენტის მეტი სათამაშო დროის მიღება და მუმდვი განვითარება სურს". - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა.

თავის დროზე მარსიალის სანაცვლოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "მონაკოს" 58 მილიონი ევრო გადაუხადა.

საინტერესო

  • beka10
  • 28 დეკემბერი 2016 15:30
არადა ანრის ადარებდნენ, :/
  • Tornike10
  • 29 დეკემბერი 2016 10:49
Tavidan anrimac ver gakacha iuventushi,ufro swored marsialivit dros da ndobas ar ucxadebdnen.
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით