სიმეონე "ატლეტიკოდან" არ მიდის

28-12-2016, 16:30

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელი, დიეგო სიმეონე, კლუბს სეზონის ბოლოს არ დატოვებს.

არგენტინელ მწვრთნელს მიმდინარე კონტრაქტი 2018 წლის ივნისში ეწურება. ცოტა ხნის წინ სიმეონემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის "ინტერში" მუშაობას არ გამორიცხავს.

თუმცა, "როხიბლანკოელთა" პრეზიდენტმა, ჟილ მარინმა განაცხადა, რომ სიმეონე კლუბში კონტრაქტის ამოწურვამდე დარჩება.

"სიმეონე კლუბს სეზონის ბოლოდე და შემდეგ სეზონშიც უხელმძღვანელებს.

ეს იქნება 5 წლიანი მუშაობა და თუ კიდევ დარჩება გონივრული გადაწყვეტილება. დიეგო კლუბთან ერთად ზრდას განაგრძობს." - განახადა პრეზიდენტმა.



საინტერესო

ვფიქრობ, რომ დროა წავიდეს
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით